გაკვეთილის თემა
|
პეტრე I-ის რუსეთი
|
კლასი
|
VII
|
საგანი
მასწავლებელი
|
ისტორია
ნინო გრძელიშვილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
8
|
სსსმ მოსწავლე
|
არ არის
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
მოსწვლემ უნდა შეძლოს:
·
დაასახელოს
რუსეთის იმპერიის პირველი იმპერატორი, ისაუბროს და გააანალიზოს მის მიერ
გატარებულ რეფორმებზე და მათ შედეგებზე.
·
გამოიტანოს
დასკვნა, თუ როგორ გარდაქმნა პეტრე I-მა ბოიარების რუსეთი ევროპულ
სახელმწიფოდ.
·
ელექტრონული
პრეზენტაციის შექმნა და მისი წარდგენა.
·
ჯგუფური
მუშაობა.~
·
ახალ
სასწავლო სტრატეგიაში „ხასიათის სოციოგრამა“ აქტიური ჩართვა და სტრატეგიით
დასახულ შედეგზე გასვლა.აღნიშნული სტრატეგია ხელს შეუწყობს მოსწავლეს აზრის თავისუფლად გამოთქმის, მსჯელობის და
კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას.
|
მუშაობის ფორმა
|
მთელი კლასი, ჯგუფური.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
·
ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია
დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები
შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ასახელებს
საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც
კონკრეტული თარიღი მიეკუთვნება;
·
ისტ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა
ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სხვადასხვა
ისტორიული ეპოქის მაგალითებზე დაყრდნობით ახასიათებს სახელმწიფოს
მმართველობის ფორმებს;
·
ისტ. VII 4. მოსწავლეს შეუძლია
იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
|
წინარე ცოდნა დაუნარ-ჩვევები
|
ცოდნა:
·
იციან, თუ როდის და სად შეიქმნა კიევის რუსეთი.
·
განვითარების რომელ საფეხურზე იდგა ბოიარების
რუსეთი XI- XII სს.-ში
უნარ-ჩვევები:
პრეზენტაციის შექმნა
და მისი წარდგენა.
·
უკვე შესწავლილი მასალის შესახებ მსჯელობა და
ანალიზის გაკეთება.
·
ფლობენ ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის,, კრიტიკული აზროვნების
და ეფექტური მოსმენის უნარ-ჩვევებს
·
შეუძლიათ პრობლემაზე ორიენტურებულ საკითხზე
დისკუსიის წარმართვა.
·
შეუძლიათ
იმუშაონ სტრატეგიით „ხასიათის სოციოგრამა“ და გააკეთონ ანალიზი.
|
გაკვეთილის მიმდინარეობა
|
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება, სიის ამოკითხვა (1წთ.).
გაკვეთილის
მიზნის დემონსტრირება(1წთ.)
A ფაზა -გამოწვევა
აქტივობა
# 1
გონებრივი
იერიში
მოსწავლეებს დამაზუსტებელი
კითხვების საშუალებითვაძლევ მიმართულებას გაიხსენონ თუ სად და როდის შეიქმნა
რუსეთის სახელმწიფო და როგორი
განვიტარებ ის საფეხურზე იყო ბოიარების რუსეთი (2წთ).
აქტივობა # 2
მოსწავლის მიერ შექმნილი
პრეზენტაციის წარდგენა (2წთ).
აქტივობა # 3
გაკვეთილის გამოკითხვა ცოდნაზე
ორიენტირებული კითხვების დასმით (12წთ).
B ფაზა ცოდნის კონსტრუირება
ატივობა #4
ჯგუფური სამუშაო (5წთ).
ü 1 ჯგუფი:
ü 2ჯგუფი:
აქტივობა # 5
მინი ლექციის სახით მოსწავლეებს
ვაწვდი ახალ ინფორმაციას პეტრე დიდის რუსეთის შესახებ, ვსაუბრობ მის რეფორმებზე
და ურთიერთობას კავკასიასთან (12წთ).
Cფაზა-რეფლექსია
აქტივობა # 5
სტრატეგია
„ხასიათის სოციოგრამა“( 6წთ)
ფლიჩფარტის
შუაგულში მოთავსებულია პეტრე დიდის სახელი. მოსწავლეები ირჩევენ მისი ცხოვრების
რამდენიმე მნიშვნელოვან პიროვნებას ან მოვლენას. მათი სახელები ორი სხვადასხვა
ფერის ისრით არის დაკავშირებული მთავარ ფიგურასთან .მოსწავლეებს
ვთხოვ თითო წინადადებით ისრის ფერების მიხედვით დაწერონ რა დადებითი და
უარყოფითი დამოკიდებულება აკავშირებს
მას თითოეულ მათგანთან. სამუშაოს დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები
ისრებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით პიროვნების ხასიათის სოციოგრამას
შეადგენენ.
აქტივობა # 6
რა ვისწავლე გაკვეთილზე
მოსწავლეებს
ურიგდებათ თვითშეფასების კითხვარი და ავსებენ ინდივიდუალურად.
|
შეფასება
|
აქტივობა #7
განმავითარებელი და განმსაზღვრელი,
თვითშეფასება (1წთ).
·
მოსწავლეთა
ინდივიდუალური შეფასებისთვის შექმნილი რუბრიკა.
·
ჯგუფური
მუშაობის შეფასების რუბრიკა.
·
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა.
·
განმავითარებელი
შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე.
|
საშინაო დავალება
|
აქტივობა # 8
საშინაო
დავალება (1წთ)
ესე
თემაზე:
პეტრე
დიდი- დესპოტი და მონსტრი პიროვნება თუ
თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული უნიჭიერესი
რეფორმატორი?!
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი, განმავითარებელი
მთელი გაკვეთილის განმავლობაში.ყველა აქტივობისათვის მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო
ადგილას განთავსებულია შესაბამისი შეფასების რუბრიკა.
|
რესურსები
|
წიგნი,რუკა, კომპიუტერი,
პროექტორი, ცარცი დაფა, ფლიჩფარტი, მარკერი.
|
საგანი
|
ჩვენი საქართველო
|
მასწავლებელი
|
ნინო გრძელიშვილი
|
თემა
|
საქართველოს მხარე- თუშეთი
|
საკითხი
|
თუშეთის მოსახლეობის შრომა-საქამიანობა
|
სტანდარტთან დამაკავშირებელი
(მაპროვოცირებელი) შეკითხვა
|
რატომ არის საქართველოს ამა თუ იმ მხარეში გავრცელებული ესა თუ ის ტრადიციული
საქმიანობა და მეურნეობის დარგი?
|
სტანდარტის შედეგი/შედეგები
|
საზ.მეც.დაწყ.(II) 3.საქართველოს მხარეების
ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა.
საზ.მეც.დაწყ.(II) 4. რუკის
ლეგენდაში მოცემული პირობითი ნიშნების საშუალებით რუკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა.
|
მიზანი/მიზნები
|
მოსწავლე იმსჯელებს, თუ რამ განაპირობა და რა ბუნებრივ პირობებში ჩისახა
თუშეთში სოფლის მეურნეობის ესა თუ ის დარგი.
მოსწავლეები კონტურულ რუკაზე დაყრდნობით ადგენენ საქართველოს ფიზიკურ
რუკას.
მოსწავლეები ერთმანეთს შეადარებენ მთისა და ბარის რომელიმე კუთხის მოსახლეობის
შრომა-საქმიანობასა და ყოფა-ცხოვრებას.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები:2წთ
აქტივოვა 1:
საშინაო დავალების წარდგენა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს
დავალებული ჰქონდათ ჯგუფების მიხედვით შეესრულებინათ დავალება პრეზენტაციის სახით:
Iჯგუფი: თუშეთში
გავრცელებული სოფლის მეურნეობის დარგები.
IIჯგუფი:
ქალისა და მამაკაცის საქმიანობა თუშეთში.
რესურსი:კომპიუტერი,
ინტერნეტი, პროგრამა Power
Point,
პროექტორი.
დრო: 8წთ.
მოსწავლეთა ორგანიზება:
ჯგუფური.
შეფასების კრიტერიუმები:
მოსწავლეები შეფასდებიან მოძიებული ინფორმაციის სიზუსტის, მისი დავალებასთან შესაბამისობის
მიხედვით.
აქტივობა 2:
მოსწავლეებს ვუტარებ მინი-ლექციას, ვსაუბრობ თუშეთში გავრცელებული სოფლის მეურნეობის
დარგებზე,მოსახლეობის შრომა-საქმიანობაზე. იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა აქ მათი
ჩამოყალიბება.რუკის დახმარებით ვუქმნი მოსწავლეებს ვიზუალურ წარმოდგენას იმაზე, თუ,
რატომაა საქართველოს ჩრდილოეთით ბუნების მკაცრი პირობები.
მოსწავლეებს ვუჩვენებ ფოტო-მასალას და ვაცნობ, თუ რა არის თუშეთში ქალისა
და მამაკაცის მთავარი საქმიანობა.
რესურსი:ფოტო-მასალა,
რუკა, სახელმძღვანელო.
დრო: 12წთ.
მოსწავლეთა ორგანიზება:
მთელ კლასთან.
აქტივობა 3:
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს
ვყოფ წყვილებად და ვაძლევ დროს წერილობით ჩამოაყალიბონ ის მიზეზები, რამაც შეუშალა ხელი საქართველოს მთიანეთში სოფლის მეურნეობის
იმ დარგების გავითარებას, რაც გავრცელებულია ბარში, მაგ.: კახეთში, შიდა ქართლში.
ისინი ერთმანეთს შეადარებენ ამ ორ კუთხეს ტრადიციული სამიანობის მიხედვით
რესურსი: საწერი კალამი,
თაბახის ფურცელი.
დრო:12წთ.
მოსწავლეთა ორგანიზება: წყვილები.
შეფასება: მოსწავლეები შეფასდებიანიმის
მიხედვით, თუ რამდენად სწორად აქვთ ჩამოთვლილი თუშეთში მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის ხელისშემშლელი პირობები.
აქტივობა 4:
აქტივობის აღწერა: ჯგუფებად
დაყოფილ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება: კონტურული რუკის დახმარებით დაადგინონ საქართველოს
ჩრდილოეთით ბუნების სიმკაცრის მიზეზები, დასვან პირობითი ნიშნები საჭირო ადგილას
და გააფერადონ წითელი ფერით.შეიმუშაონ პირობითი
ნიშნები, რომლითაც თვალსაჩინო გახდება საქარველოს მთისა და ბარის განლაგება ფიზიკურ
რუკაზე( ყავისფერი და ყვითელი ფერები).
რესურსი: კონტურული რუკა,
ფანქრები ან ფერადი სანიშნები.
დრო: 10წთ.
მოსწავლეთა ორგანიზება; ჯგუფური.
შეფასება: მოსწავლეები
შეფასდებიან რამდენად სწორად აქვთ აღნიშნული
და შემუშავებული რუკაზე ბარისა და
მთის განმასხვავებელი პირობითი ნიშნები.ასევე სიბრტყეზე ორიენტაციის უნარით.
შეფასება: განმსაზღვრელი.
დრო: 1წთ.
|
No comments:
Post a Comment