სასწავლო პროექტი

 პორტფოლიო


პროექტის სახელი: ეროვნული გმირის დეფიციტი XXI საუკუნეში.

პროექტის მთავარი ედეა: მოსწავლეებს სხვადასხვა გაკვეთილებზე დებატების და მსჯელობების შედეგად გაუჩნდათ კითხვა: რატომ არ არის XXI ს-ში ისეთი ზნეობრივი და ეროვნული გმირი, რომლის ყოველდღიური მაგალითიც მისაბაძი იქნებოდა ხალხის მასისთვის, მთლიანად ერისათვის. მოსწავლეები მოიძიებენ და შექმნიან თვალსაჩინეობებს ქართველი ერის დაარსებიდან მოყოლებული, ცნობილი და გამოჩენილიეროვნული გმირების შესახებ.
 პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია დღევანდელი საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე. მოსწავლეებისათვის საინტერესოა დაფაზე ჩემს მიერ დაწერილი სამივე თემა, მაგრამ აქედან ეროვნული გმირის დეფიციტი მათთვის ყველაზე პრობლემური და აქტუალურია.
 პროექტის მიზნები: მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული მასალის დასამუშავებლად. გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,ჯგუფური მუ საკუთარი აზრის გამოთქმის, კომუნიკაციის, ლოგიკური დასკვნების, საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დაცვის უნარი.
 მოსწავლეთა ასაკი:13-15 წ. ვადები: 3 თვე.
 მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. შეიმუშავებენ ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს.მოსწავლეები და ის ადამიანები, რომლებიც გაეცნობიან პროექტის შედეგებს (ფოტო და ვიდეო მასალებს, დისკუსიებს თემაზე), დაინახავენ, თუ როგორი ზნეობრივი საფრთხის წინაშე დგას ქართველი ერი და მომავალში დასახავენ გზებს პრობლემების მოგვარებისათვის, იქნებიან უფრო ფრთხილები როდესაც საქმე ეროვნულ გადაშენებას ეხება და უფრო იოლად მოძებნიან კონფლიქტების მოგვარების გზებს. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:Pover Point, google ge, Wikipedia, youtube, სახელმძღვანელო, ჟურნალ-გაზეთები.
 პროექტის მსვლელობა:დაფაზე დაწერილი 3 თემიდან მოსწავლეები შეარჩევენ ერთ-ერთს, დაიყოფიან 2ჯგუფად: ისტორიკოსები და კრიტიკოსები. მუშაობენ და იკვლევენ სხვადასახვა საკითხებს: · ვინ არიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირები? · რითი გაითქვა თითეოულმა მათგანმა სახელი? · რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი საქციელი მაშინ საქართველოს თვითმყოფადობისათვის? · რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქართველმა ერმა გზა გაიკვლიოს რთულ ლაბირინთებში? მოსწავლეები ყოველდღიურად აგროვებენ მასალებს,ესაუბრებიან მოსახლეობას და ატარებენ გამოკითხვას თემაზე: აკლია თუ არა ქართველ ხალხს გმირის ზნეობრივი მაგალითი იმასთვის რომ ერმა მას მიბაძოს, იმედი ჩაესახოს სულში, რაც დგეს ძალიან აკლია მას.
საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ლიტერატურასთან: განუვითარებს საკომუნიკაციო უნარებს, გაუჩნდებათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღების სურვილი.შესძლებენ პარალელის გავლებას ამა თუ იმ ეპოქაში მომხდარი მოვლენისა და ლიტერატურაში ასახულ ფაქტებს შორის. მოსწავლეებს შეეძლებათ პრობლემურ და სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
 ისტორიასთან: შეისწავლიან ისტორიულ კვლევასა და ინტერპრეტაციას, იმოგზაურებენ დროში, მოხდება წყაროების მოძიება- მოკვლევა.რუკების, დიაგრამებისა და პრეზენტაციების საშუალებით შესძლებენ იტორიული სინამდვილის ასახვას.
 ხელოვნება: ეროვნული გმირების თემაზე შექმნილი ნახატების, მუსიკალური კომპოზიციების, კინო-ფილმებისა თუ პოტო-ვიდეო გადაღებებით შესძლებენ ამ საგნის უნარების გაუმჯობესებას.
 რელიგია: მიმოიხილავენ რელიგიურ ასპექტს ეროვნული გრძნობის გაღვივებაში. გაიხსენებენ გმირებს რომლების ქრისტიანობისათვის ეწამნენ. დაისმება კითხვა: არის თუ არა დღეს მზად ქართველი კაცი დღეს ანალოგიური საქციელის ჩადენისათვის?!
მოსწავლეების ერთი ჯგუფი  პროექტის მსვლელობისას აკეთებს ელექტრონულ პრეზენტაციას,  მეორე ჯგუფი- ბუკლეტს თემაზე "XXI საუკუნის გმირები",ხოლო მესამე- კედლის გაზეთს "საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი".

ვაფასებ წინასწარ შედგენილი მოსწავლეებისათვის ცნობილი შეფასების რუბრიკით(იხ.შეფასების ინსტრუმენტები). პროექტის ხელმძღვანელი :ნინო გრძელიშვილი. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.grzelishvili@gamil.com

5 comments:

  1. სწორი მიმართულებით დაგიყენებიათ პრობლემა, მისი იდენიტიფიკაციის და გადაჭრის გზები. წარმატებებს გისურვებთ!

    ReplyDelete
  2. ძალიან აქტუალური თემაა.

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete

გამოკითხვა ბლოგის შესახებ

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc-rh1jCMISh1FaXKrQJ-MjZuvxMihlmccmjdYB6OT8BNQSFA/viewform?usp=sf_link