Monday, October 29, 2018

ჩვენი საქართველოს პედაგოგებს!
გაეცანით  ახლი სტანდარტის მიხედით შედგენილერთ-ერთი გაკვეთილის გეგმას


საგანი
ჩვენი საქართველო
მასწავლებელი
ნინო გრძელიშვილი
თემა
საქართველოს მხარე- თუშეთი
საკითხი
თუშეთის მოსახლეობის შრომა-საქამიანობა
სტანდარტთან დამაკავშირებელი
(მაპროვოცირებელი) შეკითხვა
რატომ არის საქართველოს ამა თუ იმ მხარეში გავრცელებული ესა თუ ის ტრადიციული საქმიანობა და მეურნეობის დარგი?
სტანდარტის შედეგი/შედეგები
 საზ.მეც.დაწყ.(II) 3.საქართველოს მხარეების ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა.
საზ.მეც.დაწყ.(II) 4. რუკის ლეგენდაში მოცემული პირობითი ნიშნების საშუალებით რუკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა.
მიზანი/მიზნები
მოსწავლე იმსჯელებს, თუ რამ განაპირობა და რა ბუნებრივ პირობებში ჩისახა თუშეთში სოფლის მეურნეობის ესა თუ ის დარგი.
მოსწავლეები კონტურულ რუკაზე დაყრდნობით ადგენენ საქართველოს ფიზიკურ რუკას.
მოსწავლეები ერთმანეთს შეადარებენ მთისა და ბარის რომელიმე კუთხის მოსახლეობის შრომა-საქმიანობასა და ყოფა-ცხოვრებას.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები:2წთ
აქტივოვა 1: საშინაო დავალების წარდგენა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ ჯგუფების მიხედვით შეესრულებინათ დავალება პრეზენტაციის სახით:
Iჯგუფი: თუშეთში გავრცელებული სოფლის მეურნეობის დარგები.
IIჯგუფი: ქალისა და მამაკაცის საქმიანობა თუშეთში.
რესურსი:კომპიუტერი, ინტერნეტი, პროგრამა Power Point, პროექტორი.
დრო: 8წთ.
მოსწავლეთა ორგანიზება: ჯგუფური.
შეფასების კრიტერიუმები: მოსწავლეები შეფასდებიან მოძიებული ინფორმაციის სიზუსტის, მისი დავალებასთან შესაბამისობის მიხედვით.
აქტივობა 2: მოსწავლეებს ვუტარებ მინი-ლექციას, ვსაუბრობ თუშეთში გავრცელებული სოფლის მეურნეობის დარგებზე,მოსახლეობის შრომა-საქმიანობაზე. იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა აქ მათი ჩამოყალიბება.რუკის დახმარებით ვუქმნი მოსწავლეებს ვიზუალურ წარმოდგენას იმაზე, თუ, რატომაა საქართველოს ჩრდილოეთით ბუნების მკაცრი პირობები.
მოსწავლეებს ვუჩვენებ ფოტო-მასალას და ვაცნობ, თუ რა არის თუშეთში ქალისა და მამაკაცის მთავარი საქმიანობა.
რესურსი:ფოტო-მასალა, რუკა, სახელმძღვანელო.
დრო: 12წთ.
მოსწავლეთა ორგანიზება: მთელ კლასთან.
აქტივობა 3:
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად და ვაძლევ დროს წერილობით ჩამოაყალიბონ ის მიზეზები, რამაც  შეუშალა ხელი საქართველოს მთიანეთში სოფლის მეურნეობის იმ დარგების გავითარებას, რაც გავრცელებულია ბარში, მაგ.: კახეთში, შიდა ქართლში.
ისინი ერთმანეთს შეადარებენ ამ ორ კუთხეს ტრადიციული სამიანობის მიხედვით
რესურსი: საწერი კალამი, თაბახის ფურცელი.
დრო:12წთ.
მოსწავლეთა ორგანიზება: წყვილები.
შეფასება: მოსწავლეები შეფასდებიანიმის მიხედვით, თუ რამდენად სწორად აქვთ ჩამოთვლილი თუშეთში მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის  ხელისშემშლელი პირობები.
აქტივობა 4:
აქტივობის აღწერა:  ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება: კონტურული რუკის დახმარებით დაადგინონ საქართველოს ჩრდილოეთით ბუნების სიმკაცრის მიზეზები, დასვან პირობითი ნიშნები საჭირო ადგილას და გააფერადონ წითელი ფერით.შეიმუშაონ  პირობითი ნიშნები, რომლითაც თვალსაჩინო გახდება საქარველოს მთისა და ბარის განლაგება ფიზიკურ რუკაზე( ყავისფერი და ყვითელი ფერები).
რესურსი: კონტურული რუკა, ფანქრები ან ფერადი სანიშნები.
დრო: 10წთ.
მოსწავლეთა ორგანიზება; ჯგუფური.
შეფასება: მოსწავლეები შეფასდებიან რამდენად სწორად აქვთ აღნიშნული  და შემუშავებული  რუკაზე ბარისა და მთის განმასხვავებელი პირობითი ნიშნები.ასევე  სიბრტყეზე ორიენტაციის უნარით.
 შეფასება: განმსაზღვრელი.
დრო: 1წთ.


No comments:

Post a Comment

გამოკითხვა ბლოგის შესახებ

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc-rh1jCMISh1FaXKrQJ-MjZuvxMihlmccmjdYB6OT8BNQSFA/viewform?usp=sf_link